ახალი ამბები
ხეთაგუროვოში ფულის გამტაცებლების მანქანა იპოვეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ ხეთაგუროვოში ის ავტომანქანა იპოვეს, რომლითაც მიმდინარე წლის ივლისში ავტოსადგურის სალაროდან 1.2 მლნ რუბლი გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მილიციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტო სპუტნიკის ცნობით, ავტომანქანა 36 წლის მამაკაცს ეკუთვნის.

კრიმინალური მილიციის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალებიც აღმოაჩინეს.

ერთი თვის წინ, ცხინვალის ავტოსადგურის მოლარეს ორმა პიროვნებამ ფულადი თანხა გასტაცა.

1,2 მლნ ლარი ხელფასებისთვის იყო გათვალისწინებული. ერთერთი მათგანი იმავე დღესვე დააკავეს, ხოლო მეორე - იძებნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები