ახალი ამბები
გორის ,,დილას" ისრაელიდან ფეხბურთელი შეემატა
საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილას" ახალი ფეხბურთელი ჰყავს.

ისრაელის მოქალაქესთან, 20 წლის იანივ მიზრახთან კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გააფორმა.

გორში ჩასვლამდე ფეხბურთელი ქალაქ რამათ განის ,,ჰაპოელში" ასპარეზობდა.

კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა და მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ებრაელ ფეხბურთელს 17 ნომრიანი მაისური გადასცეს.

ბოლო პერიოდში, აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ გორის ,,დილა" ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს გადაეცემოდა.

ამის გამო, მოლაპარაკება მერიასთან თითქმის ორი თვე გრძელდებოდა.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებდა, რომ ,,დილას" გადაცემის შემთხვევაში ებრაული მხარე სასტუმროს მშენებლობის ვალდებულებას აიღებდა.

,,ჩვენ მათ გადავცემთ, მხოლოდ, ინტელექტუალურ რესურს, დანარჩენი ინფრასტრუქტურა ისევ ქალაქ დარჩება" - გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები