ახალი ამბები
მშობლები აღსაზრდელთა რეგისტრაციისთვის რაიონიდან გორში დადიან
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რეგისტრაციისთვის მშობლები რაიონიდან გორში დადიან.

ამის გამო, გარკვეულ პრობლემებს სხვადასხვა სოფლიდან ჩასული მოქალაქეები აწყდებიან. 

ხშირ შემთხვევაში მშობელთა დიდ ნაწილს საბუთების წარსადგენად ოფისში მისვლა რამდენჯერმე უწევთ.

,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" ოფისის წარმომადგენლების ცნობით, რეგისტრაციის ვადა 20 აგვისტოს იწურება.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელობლო საქმიანობა 2016 წლის 1 სექტემბერს დაიწყება.

მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბავშვო ბაღების გაერთიანება შექმნა, სკოლამდელი დაწესებულებების საქმიანობა ცენტრალიზებული გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები