ახალი ამბები
წინარეხის, კავთისხევისა და ზღუდერის ტყეკაფებში მისასვლელი გზები კეთდება
სოფელ კავთისხევის სატყეო უბანზე სოციალური ჭრის ტყეკაფებამდე მისასვლელი 2 120 მეტრი სიგრძის გზის მოწესრიგება დასრულდა.

შიდა ქართლის სატყეო სამსახურმა ძველი 500 მეტრიანი მონაკვეთიც გაკაფა.

ამ გზების საშუალებით წინარეხისა და კავთისხევის თემის 9 სოფელი დაახლოებით 2500-3000 კბმ მერქნული რესურსის სოციალური ჭრით ისარგებლებს.

სოციალური ჭრის ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ასევე განხორციელდა ქარელის სატყეო უბნის ზღუდერის მონაკვეთში.

,,მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსახურები ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობენ, რითაც უზრუნველყოფენ მიმდინარე 2016 წელს დაგეგმილი სოციალური ჭრების ტყეკაფების გამოყოფის და მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფის პროცესის გამართულად და შეუფერხებლად განხორციელებას." - აღნიშნავენ ეროვნულ სატყეო სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები