ახალი ამბები
9 წლის ბიჭი სტადიონის ღობეზე გადასულმა დენმა იმსხვერპლა
კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ტრაგედია მოხდა.

18 აგვისტოს 9 წლის ი. მ. ფეხბურთს მინისტადიონზე თამაშობდა და ღობეზე აძვრა.

იგი განათების ბოძიდან გადასულმა დენმა იმსხვერპლა.

მირიან მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სადენების მოწესრიგების თაობაზე განცხადებით არაერთხელ მიმართეს ენერგოპრო-ჯორჯიას.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები