ახალი ამბები
რიო 2016: თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორია.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს მედლისათვის დაპირისპირებაში ამერიკელი მეტოქე ტერველ დლაგნევი 31 წამში 10:0 დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უკვე 7 მედალი აქვს მოპოვებული.

გენო პეტრიაშვილმა რიო 2016-ზე პირველი გამარჯვება ბულგარელ დიმიტარ კუმჩევთან დამაჯერებელი გამრჯვებით 10:0 მოიპოვა.

1/8 ფინალში უკრაინელ ალან ზასეევს შეხვდა. 125 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე პეტრიაშვილმა ალენ ზასეევი 11:6 დაამარცხა.

მეოთხედფინალში პეტრიაშვილის მეტოქე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ირანელი კომელ გასემი იყო.

მასთან დაძაბულ ბრძოლაში გენო პეტრიაშვილი დამარცხდა. ქართველ მძიმეწონოსანს შეხვედრა 3:0 მიჰყავდა, თუმცა ბოლო წამებზე უპირატესობა დათმო და საბოლოოდ შეხვედრა ირანალის სასრგებლოდ დასრულდა - 4:4.

მეტოქემ გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა. პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა.

ქართველმა სპორტსმენმა დამამშვიდებელ წრეში კანადელი ქორი ჯერვისი 9:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ ბრინჯაოს მედლისკენ გაუხსნა გზა.

გენო პეტრიაშვილი 22 წლისაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები