ახალი ამბები
გორთან მომხდარ მძიმე ავარიის დროს შორენა ყაყიტაშვილი გარდაიცვალა
გორთან მომხდარ მძიმე ავარიის დროს ერთერთი გარდაცვლილი შორენა ყაყიტაშვილია.

იგი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის მონიტორი იყო შიდა ქართლში.

ასევე, მუშაობდა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის გორის ოფისის წარმომადგენლად.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

დღეს სატვირთო ავტომანქანა გაჩერებულ მერსედესს დაეჯახა.

მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 წლის ბიჭი. მაზლი გადარჩა, რადგან ის  მანქანიდან იყო გადასული.

შორენა ყაყიტაშვილი ნათესავებს ავტობანზე აცილებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები