ახალი ამბები
ავარია რენესთან - დაიმტვრა 5 მანქანა
თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიის დროს ხუთი მანქანა დაიმტვრა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რენეს გადასახვევთან მოხდა.

თავდაპირველი ინფორმაციით,  ოპელის მარკის ავტომანქანამ მიკროავტობუსს გზა ჩაუჭრა.  

საავარიო სიტუაციამ პარალელურად მიმავალ სამ მანქანასაც პრობლემები შეუქმნა.

შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები