ახალი ამბები
ხიდისყურში კარდაკარის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს
ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ხიდისყურში კარდაკარის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნარგიზა ესმანოვამ და ქეთევან ყველაშვილმა განუცხადეს.

მათი თქმით,  20 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში,  სიტყვიერი შეურაცხყოფა ამავე სოფელში მცხოვრებმა ზაზა ბაირამოვმა მიაყენა.

კარდაკარზე მყოფი ქალბატონები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პოლიციას უკვე მიმართეს.

,,ბაირამოვი მთელი დღის განმავლობაში ჟიგულის მარკის ყვითელი ავტომანქანით დაგყვებოდა და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა." - აცხადებენ ისინი.  

შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ერთად ბაირამოვმა მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები