ახალი ამბები
შიდა ქართლში მწყერზე უკანონო ნადირობის 11 ფაქტი გამოავლინეს
შიდა ქართლში არარეგისტრირებული თოფებით ნადირობის შემთხვევები დაფიქსირდა.

შესაბამისი უწყების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამხედრო ფორმიანი პირიც ჩანს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ქარელის რაიონის სოფელ ურბნისის და სოფელ ქვენატკოცის მიმდებარედ მინდვრებში, ასევე, კასპის რაიონის სოფელ ბოჟამის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს არარეგირსირებული სანადირო თოფები ჰქონდათ.

გარდა ამისა, გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ.

,,ჩამორთმეული და დალუქული იქნა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები და მოპოვებული ნანადირევი. შედგა შესაბამისი ოქმები." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები