ახალი ამბები
გორში ოლიმპიელთა დასახვედრად ემზადებიან
25 აგვისტოს, გორის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპელთა დასახვედრად გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 21:00 საათზე, გამარჯვებულების პატივსაცემად დათო ხუჯაძე და ჯგუფი ,,ქოლორის" წევრები იმღერებენ.

კონცერტამდე, 24 აგვისტოს, ღამის 12 საათზე, ოლიმპიელების დასახვედრად ავტობუსები ცენტრალურ მოედანზე იდგება.

თბილისის აეროპორტამდე მგზავრობას მერია უზრუნველყოფს.

ოლიმპიადიდან გორში ოქროს მედლის მფლობელი ლადო ხინჩეგაშვილი და ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ბრუნდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები