ახალი ამბები
გამარჯვებული ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ (PHOTO)
25 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ.

აეროპორტში ოლიმპიელებს გულშემატკივრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) დალაშა ტალახაძე (ძალოსნობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

გამარჯვებულებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა კობახიძემ მიულოცეს.









Print

სტატიის გამოყენების პირობები