ახალი ამბები
ქალაქ გორის მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" სადგურელებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს.

დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობის, ასევე ქ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე.

კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო.

„დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან. მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძემ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები