ახალი ამბები
გამოცდებზე სრული ან ნაწილობრივი გრანტი ჯამში 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი 1112-მა სტუდენტმა მოიპოვა

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება ჯამში 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.

აქედან 70%-იანი გრანტი 1456-მა, ხოლო 50%-იანი 4078-მა აბიტურიენტმა.

ამ ჯამურ რიცხვს ის 3800 პირველკურსელი ემატება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, ანუ გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტი.

მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ პროცენტულად ეს მაჩვენებელი შარშანდელის მსგავსია.

,, დაახლოებით 500 აბიტურიენტი იყო ისეთი, რომელთაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ მითითებულ ფაკულტეტზე ვერ მოხვდნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ოცივე არჩევანი არ ჰქონდათ დაფიქსირებული და სულ 5-მდე ფაკულტეტი მიუთითეს." - აცხადებს მიმინოშვილი.

ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 37 ათასი აბაიტურიენტი გავიდა და აქედან დაახლოებით 10 ათასამდე აბიტურიენტი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები