ახალი ამბები
კასპის საუბნო კომისიების წევრებად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩიეს
კასპში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების, მმართველ გუნდთან დაახლოებული პირების ახლონათესავები არიან.

ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი შარიფაშვილმა ისაუბრა.

კომისიის დანარჩენ წევრებსა და შარიფაშვილს შორის დაპირისპირება 19 აგვისტოს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოდა/

ამ სხდომაზე საუბნო კომისიის წევრების მსურველთა განაცხადები განიხილეს.

შესული 530 აპრლიკაციიდან 240 დაკმაყოფილდა.

იმის გათვალისწინებით, რომ თითო უბანზე ცესკოს 6-6 წევრი უნდა ჰყავდეს წარმომადგენლად, 40 უბანზე ჯამში 240 წარმომადგენელი დანიშნეს.

განხილვის დროს პროტესტი გიორგი შარიფაშვილმა გამოხატა.

მისი თქმით, ასარჩევი კანდიდატების სია წინასწარ ჰქონდათ დარიგებული.

,,დასანიშნი ხალხი წინასწარ ,,ქართულ ოცნების" ოფისში მონიშნეს, მონიშნული სიები საოლქო კომისიის წევრებს მისცეს და 19 აგვისტოს წინასწარ შერჩეული ხალხი აირჩიეს" - აცხადებს შარიფაშვილი.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ნონიაშვილი ამბობს, რომ კომისიის თითოეული წევრი საკუთარ არჩევანში თავისუფალია.

,,საუბნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადები ეტაპობრივად შემოვიდა, თითოეულ მათგანს წარმოდგენილი ჰქონდა აპლიკაცია. შემოწმდა, მხოლოდ, აპლიკაციის შევსების სისწორე. კომისია რომელიმე მათგანის პოლიტიკურ მრწამსზე ვერ იმსჯელებს, თუ რა თქმა უნდა კონკრეტული მტკიცებულება არავინ წარუდგინა. კანონით განსაზღვრულია, ვის აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში და ვის არა" - აცხადებს ნანა ნონიაშვილი.

,,არჩეული კონკურსანტები სკოლის პედაგოგები, ბაღების გაერთიანების წევრები, საკრებულოს დეპუტატებისა და კასპის მუნიციპალიტეტის თვითმართველ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე ან მათი ოჯახის წევრები არიან. ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ,,ქართულ ოცნებას". გარდა ამისა, კონკურსის შედეგად შერჩეული ადამიანების უმრავლესობა კარდაკარზე იყვნენ დასაქმებულები, ასევე, ასრულებენ ყველა სამუშაოს ,,ქართულ ოცნებაში"." - განმარტავს შარიფაშვილი.

შარიფაშვილი საკუთარი სოფლის მაგალითზე რამდენიმე პიროვნებას ასახელებს.

,,საუბნო კომიიის წევრად საკრებულოს მაჟორიტარი წარმომადგენლის ალექსი მერებაშვილის და, ქეთევან მერებაშვილი აირჩიეს. ლევან კონიაშვილი კი, კასპის მუნციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის დალი დავითაშვილის დისშვილია. კომისიის წევრად აირჩიეს ბაგა ბაღის გამგე ნანა პატარქალაშვილი." - განაცხადა შარიფაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კომისიის წევრობაზე უარი ნათია ილურიძემ განაცხადა, რადგან ის პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დააფიქსირეს.

კასპის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის რობერტ კავთიაშვილის თქმით, საუბნო კომისიის წევრებად საკრებულოს თანამშრომლების კენჭუაშვილის და ქიტესა ხვედელიძის ნათესავებიც არიან, ასევე, აიპში დასაქმებული პირები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები