ახალი ამბები
ოლიმპიელების დახვედრა გორში
რიოს ოლიმპიელები მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ.

ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელების მხარდასაჭერად გორის ცენტრში კონცერტი გაიმართა.

ლადო ხინჩეგაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ ნაცნობებმა თუ უცნობებმა ჩემპიონებთან ფოტოსურათები გადაიღეს.

განსაკუთრებით, შთამბეჭდავი წყაროსუბნელების, ლადო ხინჩეგაშვილისა და გორის კოლორიტად აღიარებული ,,კანფეტას" შეხვედრა იყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები