ახალი ამბები
დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის საპატივსაცემოდ აღაიანში ტურნირი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში თბილისის სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის საპატივსაცემოდ ტურნირი გაიმართა.

ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შეჯირება მის დაბადების დღეს დაამთხვიეს.

ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გამგეობის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ინიციატივით გაიმართა.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ტურნირში კასპის, მცხეთის, თბილისის, ახალგორისა და თიანეთის რაიონის გუნდები მონაწილეობდნენ..

ზურაბ მუზაშვილის სახელობის თასი, 75 კგ. წონით კატეგორიაში, ახალგორელმა გიორგი თათრიშვილმა მოიპოვა.

ხოლო ტურნირის ჯილდო ცხვარი - მძიმე წონაში თბილისელმა გიორგი ქევხიშვილმა დაისაკუთრა.

ტურნირს ნ საქართველოს სამბოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სამბოში ჯონდო მუზაშვილი, საქართველოს სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი გაბრიელ ბარჯაძე, შ/ქართლის ქართული ჭიდაობის პრეზიდენტი დიმიტრი ქოთიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მისი პირველი მოადგილე ჯამბოლატ ქამხაძე ესწრებოდნენ.

გამარჯვებულ სპორტსმენებს ჯილდოები, სწორედ, მათ გადასცეს. დაწყებამდე გოჩა გოჩიტაშვილმა ზურაბ მუზაშვილის მშობლები მოინახულა

.






Print

სტატიის გამოყენების პირობები