ახალი ამბები
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ წ. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
Print

სტატიის გამოყენების პირობები