ახალი ამბები
კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ხანდაკის, გომის, მეტეხისა და ნიაბის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იგი სოფლების: მეტეხის, ხანდაკის, გომისა და ნიაბის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატსა და ამომრჩეველს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზების და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებების შესახებ ისაუბრა, როგორიც გახლავთ:

ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის, კულტურის და ხელოვნების განვითარება.

„მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით და თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები