ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე სობისელებს შეხვდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ სობისში „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა აბაშიძე წარუდგინა.

ბურჭულაძე იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებს, რომლებიც საოკუპაციო ძალების მეშვეობით ყანებიდან მოსავალს ვერ იღებენ.

ორი დღის წინ, ადგილობრივ მცხოვრებს შოთა ჩილინდრიშვილს რუსმა მესაზღვრეებმა 6 ჰა მიწის ნაკვეთზე მარცვლის აღება აუკრძალა.

დანარჩენ ტერიტორიაზე კი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ყანის ასაღებად 5 საათი მისცეს.

პაატა ბურჭულაძე სობისელებს ამ მიმართულებით აქტიურობას დაპირდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები