ახალი ამბები
შიდა ქართლში 2017 წელს ყველა სოფელი გამრიცხველიანდება
შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყველა სოფელი 2017 წელს გამრიცხველიანებული იქნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრეს.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ყველა ის სოფელი გამრიცხველიანდება, რომელსაც ელექტრო ენერგია მიეწოდება.

მისი თქმით, პროექტის ,,სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით რეგიონის 7 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება მოხდა. 

,,ელექტრო გამრიცხველიანება" 2013 – 2016 წლებში რეგიონის 146 სოფელში განხორციელდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები