ახალი ამბები
საზეიმო კონცერტის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გუშინ გვიან ღამით გორის ადმინისტრაციული შენობის უკან სისხლიანი გარჩევა მოხდა.

ჩხუბის დროს ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაჭრეს.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დანაშაულის ჩამდენ პირს მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღმომართულები ეძებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.

ასევე, ორი დღის წინ, კულტურისა და დასვენების პარკშიც კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ახალბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ საღამოს 21 საათიდან რიოს ოლიამპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენების საპატივსაცემოდ კონცერტი გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები