ახალი ამბები
ხაშურსა და სურამში საზაფხულო კონცერტები გაიმართა
ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკში და სურამის კულტურის სახლში კონცერტები გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, მუსიკალური ღონისძიებები საზაფხულო სეზონს მიუძღვნეს.

ხაშურელი მაყურებლის წინაშე ორი მუსიკალური ჯგუფი "LABYRINTH" და "ROCK TRAVELING BAND" წარდგა.

მათ თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.

სურამელი მაყურებლის წინაშე კი, რაჭის ფოლკლორული ანსამბლი "რაეომი" წარსდგა.

ღონისძიებები ხაშურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები