ახალი ამბები
სოფელ გომში მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში 43 წლის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გომიდან აცნობეს.

გომელების განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი სახლში გაჩენილი ცეცხლია.

ერთი ვერსიით, ცეცხლი და კვამლი სახლში სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები