ახალი ამბები
ახალდაბასთან ქარის ელექტროსადგური მონტაჟდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბასთან ქარის ელექტროსადგური მონტაჟდება.

ამის ამსახველ ფოტომასალას შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ლომიძე ავრცელებს.

მისი აზრით, ეს ფაქტი იმის ამსახველია, რომ ქვეყანაში თითქოს ,,არაფერი შენდება".

ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად წერდა.

ზურაბ ლომიძის ინფორმაციით, მონტაჟდება 6 ცალი ქარის გენერატორი, თითოეული ღერძის სიმაღლე 100 მეტრია.

ფრთის სიგრძე კი, 38 მეტრი. ელექტროსადგური 20 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები