ახალი ამბები
ავარია ქარელის გადასახვევთან მსხვერპლით დასრულდა
ქარელის გადასახვევთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მგზავრის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მძღოლი კი, უგონო მდგომარეობაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მიცუბიშის მარკის ავტომანქანა ამოყირავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი სახის ავტოსაგზაო შემთხვევა იანვარში მოხდა. ამავე გადასახვევთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მანქანას დედა მართავდა, 6 წლის გოგონა კი, გარდაიცვალა. დანარჩენი ორი ქალბატონი, მათ შორის, ერთერთი ორსული დაშავდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები