ახალი ამბები
სოფელ ფერმაში ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის მცდელობა აღკვეთეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის მცდელობა აღკვეთეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივ მცხოვრებთ ხეების მოჭრა-გადაბელვის სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს.

თვითნებური ქმედების გამო მათ შესაბამისი აქტი დაუწერეს.

ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელში გვითხრეს, რომ ხეები უკვე საკმაოდ მოზრდილებია, რის გამოც ქარიან ამინდში ტოტები ცვივა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები