ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე გორელებს ევროპული სტანდარტის განვითარებას პირდება
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო, ასევე, მომავალი წლის პრიორიტეტული საკითხებიც გამოკვეთეს, რომელთა შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები მოხვდა.

„ ბოლო 4 წლის განმავლობაში თითოეული გორელი ხედავს , როგორ შეიცვალა ჩვენი ქალაქში მდგომარეობა. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. ქალაქი გორი ერთერთი ისტორიული ქალაქია თავისი კულტურული მემკვიდრეობით. მე ვპირდები ჩემს თანაქალაქელებს, რომ ჩვენი ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გავხდით. ჩემო საყვარელო გორელებო, მე მსურს ევროპული სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა, ინფრასტუქტურულად მოწესრიგებული ქალაქის მშენებლობა ერთად დავიწყოთ." - უთხრა მაკრახიძემ იაკობ გოგებაშვილის მონუმენტთან შეკრებილებს.

იოსებ მაკრახიძე ახალგაზრდების საკითხითაც დაინტერესდა.

,,პრიორიტეტულია ახალგაზრდების ინიციატივები . ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში , ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით შეიქმნება არაერთი სასწავლო- საგანმანათლებლო პროგრამა , სადაც ჩემი ქალაქის ახალგაზრდები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები. მე მსურს ჩემი ქალაქის მომავალი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად დავგეგმო." „განაცხადა“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები