ახალი ამბები
კასპში მტაცებელ ფრინველს არალეგალურად ჰყიდიდნენ
ინტერნეტმაღაზიით კასპში მტაცებელი ფრინველის ბარტყს არალეგალურად ჰყიდიდნენ.

ამის თაობაზე გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა ინტერნეტგაყიდვაში მონაწილეობა მიიღო.

დათქმულ ადგილზე მისულ გამყიდველს დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლები დახვდნენ.

ზედამხედველობის წარმომადგენლებს კირკიტას ბარტყი დახვდათ.

პრეს-სამსახურის ცნობით, უკანონო ფაქტი აღკვეთეს.

კირკიტა - შავარდენისნაირთა ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს სახელწოდება სამეცნიერო ლიტერატურაში ფრინველის უცნაური ბგერითი გამოძახილის, „ი - კი - კის“ გამო დამკვიდრდა, რომელსაც სხვადასხვა სახით, საჭიროებისამებრ გამოსცემს.

ლათინურად ,,კირკიტას" „მოწკრიალე ჩიტი“ ჰქვია.

ჟურნალ ,,მონადირის გზამკვლევში" ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს გერმანულ გაზეთ „ Deutsche Zeitung” -ის თანახმად, ბერლინის ერთ-ერთ უბანში, ფრინველთა ბინადრობის გამო, სანიტარიის დონე საგრძნობლად ამაღლდა (საუბარია თაგვებისა და სხვა მრავალი ინფექციური დაავადებების გადამტანი ცხოველების ნადირობაზე).

ევროპის ქალაქებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კირკიტა აქ ძირითადად მინდვრის თაგვებზე ნადირობს, აგრეთვე ეტანება ხვლიკებს, ნაწილობრივ - ჭიაყელასა და მწერების გარკვეულ სახეობას, როგორიცაა კალია და ხოჭო.

კირკიტა მიეკუთვნება ე.წ. მტაცებელ ფრინველთა ჯგუფს, რომელიც მსხვერპლს სწრაფი დაჭერით ითრევს და კეფაში ერთი ჩანისკარტებით კლავს. კირკიპასთვის დამახასიათებელია ნადირობის სხვადასხვა სტილი, როგორიცაა: მჯდომარე ნადირობა (რომლის დროსაც ფრინველი კარგათაა დამალული და მსხვერპლს ხიდან ან სხვა სიმაღლიდან აკვირდება, შემდეგ კი ელვისებური თავდასხმით იჭერს მას) ან ჰაერში ლივლივი (რომლის დროსაც კირკიტა ჰაერში თითქოს ერთ ადგილზეა გაჩერებული).

გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფრინველის ეს ქცევა ცნობილია სახელწოდებით - „ Rutterflug”, ანუ „ჰაერში დგომა:, ლივლივი მზვერავ პოზიციაში, საიდანაც ის აკვირდება მსხვერპლს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები