ახალი ამბები
ხაშურში დიმიტრი ყიფიანის მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ორ თვეში უნდა დასრუდეს.

სამუშაოებს შ.პ.ს. „ინჟინერი“ ახორციელებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით სამუშაოებისთვის თასნხა ადგილობვრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელმაც 198 000 ლარი შეადგინა.

ახალ მოედანზე მოეწყობა კუნძულები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით მოედნის რეკონსტრუქცია ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით კეთდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები