ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხაშურში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება აღკვეთა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთში გაჩერებული მიკროავტობუსი დატვირთული იყო 1,7 კბმ წიფლის სახეობის საშეშე მერქანით. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი დოკუმენტები.

შედგა შესაბამისი ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები