ახალი ამბები
ქალაქ გორისა და კასპის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ქ. გორში წყაროსუბნის დასახლებაში მცოხვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვები გააცნო და არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა . იოსებ მაკრახის თქმით , მომალ წელს ქალაქში პრიორიტეტული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ასევე აგრძელებს კასპის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ახალქალაქში შეხვდა. მან სამომავლო გეგმებზე და რაიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები