ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს 9 დეპუტატი ითხოვს
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის ილია მეტრეველის იმპიჩმენტს 9 დეპუტატი ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ საკრებულოს კანცელარიაში დარეგისტრირდა.

,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ  საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება.

,,ქართული პარტიის" წევრის თანამდებობაზე ყოფნის საკითხს 5 სექტემბერს  განიხილავენ.

ილია მეტრეველი 2016 წლის დასაწყისში აირჩიეს.

მანამდე, საკრებულოს ,,ეროვნული ფორუმის" წევრი პაპუნა კობერიძე ხელმძღვანელობდა.

ამჟამად, საკრებულოში 15 წევრია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები