ახალი ამბები
მუქარის ფაქტზე გორის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შუა ხნის მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარუდგინეს.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მუქარას სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებული მამაკაცი კონკრეტულ პიროვნებას ემუქრებოდა.

როგორც აღმოჩნდა, მუქარის ავტორი შემდეგ პირიქით სცემეს და დაზიანებები მასაც მიაყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები