ახალი ამბები
გიორგი თოთლაძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს.

ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე სოფლებს - შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კანდიდატმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.

„მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში.“ - განაცხადა გიორგი თოთლაძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფელ მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა.

მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.

„იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო.“ -აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები