ახალი ამბები
ცხინვალის სკოლებში 620 პირველკლასელი მიიღეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ საშუალო სკოლებში დღეს სასწავლო წელი დაიწყო.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პირველ კლასში 620 მოსწავლე მიიღეს.

პირველი ზარი ჯამში 54 სკოლაში დაირეკა.

საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირები ბევრ სკოლასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მორიგებოდნენ.

500-მდე მილიციელი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სასწავლო დაწესებულებებთან პატრულირებდა.

სასაზღვრო ნაწილებმა კი, ე,წ ,,საზღვრები ჩაკეტეს.

დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები