ახალი ამბები
მიკროავტობუსში უხამსი საქციელის გამო სამხედრო მოსამსახურე დააკავეს
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უხამსი საქციელის ფაქტზე სამხედრო მოსამსახურე დააკავეს.

ამის თაობაზე გორის სასამართლოში გუშინ იმსჯელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, (საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა)  სამხედრო პირს გაფრთხილება მისცეს.

გორის ერთერთ სამარშუტო სამგზავრო მიკროავტობუსში იგი მთვრალ მდგომარეობაში ავიდა.

ნასვამმა სამხედრომ ტანსაცმლის გახდა დაიწყო,  აცხადებდა, რომ ორი წელია მეუღლესთან გაშორებული იყო და ქალთან ურთიერთობა უნდოდა.

მგზავრები იძულებული გახდნენ 112-ე დაერეკათ და საპატრულო ეკიპაჟი გამოეძახებინათ. ნასვამი მოქალაქე პატრულის თანამშრომლის სოსო ხაინდრავას ეკიპაჟმა დააკავა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები