ახალი ამბები
კასპის პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ კასპის პირველი საბავშო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, სკოლამდელი სააღმზრდელობლო დაწესებულება აღსაზრდელების მიაღებად უკვე მზადაა.

სამუშაოები უცხოურმა კომპანიამ „ფერლით - ჯორჯია“- მ შეასრულა.

ოფიციალური დოკუმენტაციით, ამისთვის 276 130 ლარი დაიხარჯა, ხოლო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას სამი წლის განმავლობაში მისი აღმოხვრა ევალება.

,,ახალ სასწავლო წელს პატარა აღსაზრდელები და პედაგოგები კომფორტულ და ლამაზ გარემოში შეხვდებიან. წელს ქალაქის სამი საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ "- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები