ახალი ამბები
ხაშურში ისტორიულ ელმავალთან სკვერს ასუფთავებენ
ხაშურის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ისტორიული ელმავლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

სკვერში ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სავანესა“ და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ თანამშრომლები მუშაობენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სკვერი შპს საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა, მუნიციპალიტეტის მიერ პერიოდულად ხდება ტერიტორიის დასუფთავება." - აღნიშნავენ გამგეობაში.

ტერიტორია ყურადღებას 70-იანი წლებიდან იქცევს, რადგან კვარცხლბეკზე პირველი საბჭოთა ელმავალი დგას.

აღნიშნული ელმავალი რიკოთოს უღელტეხილზე 1932 წელს გაატარეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები