ახალი ამბები
კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრის გამო აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი გაათავისუფლა.

ამის შესახებ ბრძანება ზაზა ნასყიდაშვილს მოულოდნელად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების თანდასწრებით გააცნეს.

ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მოულოდნელი და უცნობი აღმოჩნდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია, ბრძანებაში უთითებს, რომ ზაზა ნასყიდაშვილი 2016 წლის 31 ივლისს ,,ქართული ოცნების' ყრილობაზე თანამშრომლებს მისვლას აიძულებდა.

ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი სიცრუეა.

,,კვირა დღე იყო, მე თვითონ ვიყავი მისული შეკრებაზე, მაგრამ სხვების იძულებას ადგილი არ ჰქონია" - აცხადებს ნასყიდაშვილი. სავარაუდოდ, აღნიშნული ბრძანება სასამართლოში გასაჩივრდება.

31 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ქართლის მასშტაბით მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. 

ფოტოზე: ზაზა ნასყიდაშვილი და ილია მეტრეველი


Print

სტატიის გამოყენების პირობები