ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოს აპარატის უფროსის გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებენ
ქალაქ გორის საკრებულოს ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი თამარ თედლიაშვილი საკრებულოს აპარატის უფროსის ზაზა ნასყიდაშვილის გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებს.

ამის შესახებ თედლიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი აპარატის ფუნქციონიერებას ხელოვნურად აფერხებს და კრიზისულ სიტუაქციას ქმნის.

,,ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ 2016 წლის 5 სექტემბერს იმპიჩმენტის პროცედურები არ განხორციელდეს." - თქვა თამარ თედლიაშვილმა.

5 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ.

2016 წლის 1 სექტემბერს საკრებულოს 9 წევრმა (სულ 15 დეპუტატიდან) თანამდებობიდან ილია მეტრეველის გათავისუფლების საკითხი დააყენა.

2016 წლის 2 სექტემბერს კი, ილია მეტრეველმა აპრატის უფროსი გაათავისუფლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები