ახალი ამბები
ავარია წმინდაწყალზე - ჯიპის მძღოლი მსუბუქ ავტომანქანას შეაკეთებს
წმინდაწყლის დასახლებაში ,,საურების სუპერმარკეტთან" ავარია მოხდა.

თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა (ტაქსი) და ჯიპი შეეჯახა. დაშავებული არავინაა.

ადგილზე პატრულის თანამშრომლებსა და ჯიპში მსხდომებს შორის კამათი მიმდინარეობდა.

,,მე როგორ უნდა გავაკეთებინო ამას მანქანას? აქეთ გავურემონტებ"- ამბობდა ჯიპის მძღოლი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და კონკრეტული ბრალეულობის გამოსაკვეთად მძღოლებს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები