ახალი ამბები
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი გადააყენეს.

ამის შესახებ ფარული კენჭისყრით გადაწყვეტილება საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მიიღო.

10 დეპუტატი სამის წინააღმდეგ - ასეთი თანაფარდობით დადგა საბოლოო შედეგი.

ილია მეტრეველისთვის თანაგუნდელი სამი დეპუტატის ხმა საკმარისი არ აღმოჩნდა.

სხდომას 14 დეპუტატი ესწრებოდა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მინდია გოდერძიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო, ,,ქართული პარტიის" ერთ-ერთი წევრია რამაზ იოსელიანი კი გასტროლებზეა.

ფარული კენჭისყრის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელს იმპიჩმენტი შემდეგმა დეპუტატებმა მოუწყეს:

1. ლია ჩლაჩიძე (,,ქართული ოცნება"
2. ვანო ჩხიკვაძე (,,ქართული ოცნება")
3. მერაბ მაისურაძე (ქართული ოცნება)
4. ზაზა ზაზაშვილი (ქართული ოცნება)
5. ზურაბ როსებაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) 
6. დავით წეწვაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
7. პაპუნა კობერიძე (ეროვნული ფორუმი)
8. ზაზა მეზვრიშვილი (ლეიბორისტული პარტია)
9. დავით რაზმაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
10 თამარ თედლიაშვილი (თავისუფალი დემოკრატები)

ამათგან, თამარ თედლიაშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც 2016 წლის 3 აპრილს ილია მეტრეველის არჩევას ხმა არ მისცა. არჩევის დროს მეტრეველის მხარდამჭერთა რიცხვი მაშინაც 10 დეპუტატი იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები