ახალი ამბები
როდემდე შეასრულებს ზურაბ როსებაშვილი თავმჯდომარის მოვალეობას
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ზურაბ როსებაშვილი თავმჯდომარის მოვალეობას შეუდგა.

ქალაქ გორის საკრებულოს ხელმძღვანელის ილია მეტრეველის დღევანდელი იმპიჩმენტის შემდეგ ფუნქციების შესრულება მას დაეკისრა.

ზურაბ როსებაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

საკრებულოს იურისტ-კონსულტანტის ვანო ბალახაშვილის თქმით, საკრებულოს წევრებს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის წამოყენება 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომაზე სამი წევრის მოთხოვნაც საკმარისია.

,,ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურების წარმოება 8 სექტემბრამდე უნდა მოესწროს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკადრო ცვლილებების განხორციელება 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე დაუშვებელია, რადგან 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. თუ უახლოეს სამ დღეში ეს პროცედურები არ დაიწყო, ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნის დაყენება 8 ოქტომბრამდე არ მოხდება" - ამბობს ვანო ბალახაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები