ახალი ამბები
აპარატის უფროსი თანამდებობაზე დააბრუნეს
ქალაქ გორის საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი თანამდებობას დაუბრუნდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ როსებაშვილმა მიიღო.

როსებაშვილის გადაწყვეტილებით, ყოფილი თავმჯდომარის ილია მეტრეველის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.

ილია მეტრეველი დღეს დილის 10 საათზე გადააყენეს.

აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი 3 სექტემბერს ილია მეტრეველმა გაათავისუფლა. გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ ნასყიდაშვილი თანამშრომლებს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე წასვლას აიძულებდა.

საკრებულოს აპარატში ამის თაობაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება არ იყო ჩატარებული. თავმჯდომარის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა ზურაბ როსებაშვილმა ყოფილი თავმჯდომარის ილია მეტრეველის ბრძანების ბათილაც ცნობის საფუძვლად, სწორედ, ეს გარემოებები მიიჩნია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები