ახალი ამბები
,,ახალ ტალღაზე" გიორგი ნადიბაიძის პირველმა სიმღერამ წარმატებას მიაღწია
სოჭში კონკურსი ,,ახალი ტალღა 2016" მიმდინარეობს, რომელშიც გორელი მომღერალი გიორგი ნადიბაიძე მონაწილეობს.

პირველი ტური 4 სექტემბერს გაიმართა. ქართველმა მომღერალმა - Aerosmith-ის სიმღერა, I Don`t Want To Miss A Thing შეასრულა და მაქსიმალური ქულები დაიმსახურა.

მეორე ტურში გიორგი ნადიბაიძე, ქეთა თოფურიასთან ერთად, რუსი კომპოზიტორის მიერ დაწერილ სიმღერას, Oнa не твоя, - ს შეასრულებს.

რაც შეეხება მესამე ტურს, აქ მარიამ აბდუშელიშვილის ტექსტზე მაია კაჭკაჭიშვილის დაწერილ სიმღერას - Now I Feel The Love - წარადგენს.

„ახალი ტალღის“ ფინალი სოჭში 2016 წლის 3-9 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობას 16 კონკურსანტი იღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები