ახალი ამბები
ქიწნისში ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი ცემეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის მედეა აბაშიძის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის თაობაზე  პარტიის რაიონულ ოფისში  საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ.

მედეა აბაშიძის თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ,,ქართული ოცნების" აქტივისტებმა მის შვილს ცემეს.

აღნიშნული პირები სპორტსმენები არიან და სხვა დროსაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაში არიან შემჩნეულები.

დეტალები ბრიფინგზე გახდება ცნობილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები