ახალი ამბები
ქიწნისის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
სოფელ ქიწნისში მომხდარ ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გორის შს სამმართველოში გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა აბაშიძე და მისი შვილი, ავთანდილ აბაშიძე დაკითხვაზე დაიბარეს.

მათ ინტერესებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის იურისტი რევაზ რევაზიშვილი იცავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ქიწნისის საარჩევნო უბანზე პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მედეა აბაშიძის შვილი ცემეს.

ქიწნისში მოსახლეობასთან შეხვედრას ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც გეგმევდა.

ერთსაათიანი ინტერვალის შუალედში ამავე უბანში შეხვედრას პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა აბაშიძეც გეგმავდა.

ავთანდილ ჩხეიძეს ფიზიკურად მმართველი გუნდის მხარდამჭერები გაუსწორდნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები