ახალი ამბები
ქარელის გამგებელმა ,,ქართული ოცნების'" წევრებს 250 ლარი გადასცა
ქარელში ,,ქართული ოცნების'" შტაბის წევრებით დაკომპლექტებული გუნდი ჩემპიონი გახდა.

პირველ ადგილზე გასულმა ფეხბურთელებმა მინიფეხბურთში პირველი ადგილი, სიგელი, თასი და ფულადი ჯილდო 250 ლარი აიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლების ცნობით, ,,ქართული ოცნების" გუნდმა ფინალურ ტურში პენალტებით კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები 3:0 დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, ნახევარფინალში გამგეობისა და ლიბერთიბანკის თანამშრომლები დაურპირისპირდნენ.

ლიბერთი ბანკის ფეხბურთელებმა 3:1 გაიმართვეს და მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო გამგეობის გუნდმა - მესამე ადგილი.

,,გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა. l ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო 250 ლარი, სიგელი და თასი, ხოლო
ll და lll საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სიგელები და ფულადი ჯილდო 150 და 100 ლარის ოდენობით." - აღნიშნავენ კულტურის სამსახურში.

ქარელში მოქმედ ორგანიზაციების წევრებს შორის ტურნირი მინიფეხბურთში 2016 წლის 16 აგვისტოს დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები