ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გორში დღეს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი
დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 177-ე
მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება)
მიმდინარეობს.
შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა და დაზარალებული ჭალის
დასახლების მკვიდრია.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ოპერაცია ჩაუტარეს და
ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
სტატიის გამოყენების პირობები